უკრაინელი ვიცე-პოლკოვნიკი რუსების მხარეს გადავიდა და მარიუპოლიდან ხალხის გასვლას აკონტროლებს

მარიუპოლში, კალმიუსკის რაიონული პოლიციის უფროსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა – ინფორმაციას უკრაინელი პოლიციის გენერალი, ვიაჩესლავ აბროსკინი ავრცელებს.

აბროსკინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიცე-პოლკოვნიკმა ვალენტინ პოპოვმა, უღალატა ფიცს და რუს ოკუპანტებს დაუჭირა მხარი.

,,როცა დონეცკის პოლიციელის გვარი მესმის, რომელიც რუს ოკუპანტებს შეუერთდა, ჯერ შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, შემდეგ კი სასტიკ სიძულვილს. მით უმეტეს, როცა ამბობენ, რომ ის უკვე დგას საგუშაგოზე და აკონტროლებს ხალხის ქალაქიდან გასვლას.  ასეთი ნაძირალაა კალმიუსკის პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვალენტინ პოპოვი. ყველამ, ვინც მარიუპოლელებს ეხმარება გასვლაში, უნდა გაითვალისწინოს რუსი ოკუპანტების საგუშაგოზე მოღალატის ყოფნა!”, – წერს გენერალი ვიაჩესლავ აბროსკინი.