ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია და კონსტიტუციით არ შეგვიძლია, განვიხილოთ ვინმესთან რუსეთის ფედერაციის ბედი – დიმიტრი პესკოვი

სტალინგრადი კალენდარში არ არის და არც უნდა იყოს, ემოციებისთვის ადგილი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე ამას ვერ აღწევდნენ.

„კრემლი პოზიტიურად აფასებს, რომ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესში დაიწყო კონკრეტული ფორმულირება და ფურცელზე გადმოტანა იმის, რასაც გვთავაზობს

რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში სერიოზულ გარღვევებს რუსული მხარე ვერ ასახელებს, “კიდევ ძალიან დიდი სამუშაოა გასაკეთებელი.

სტალინგრადი კალენდარში არ არის და არც უნდა იყოს, ემოციებისთვის ადგილი არ არის.. მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებული, მათ უნდა ვენდოთ. რუსული მხარის პოზიცია კარგადაა ცნობილი, ის ლოგიკურია, აქვს გამჭვირვალე საფუძველი და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა და კომენტარი გააკეთა ყირის ნახევარკუნძლთან  დაკავშირებითაც.

„ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია და კონსტიტუციით არ შეგვიძლია, განვიხილოთ ვინმესთან რუსეთის ფედერაციის ბედი, რუსული რეგიონების ბედი, ეს გამორიცხულია“, – აღნიშნა პესკოვმა.