„რუსეთმა შავ ზღვაში საკუთარი “ნაღმების ჩადებით” საფრთხე შექმნა და მათ შეუძლიათ ნორვეგიის საზღვრებისკენ გადაადგილებაც – თუ რუსეთი არ დაისჯება, კონფლიქტები სხვა რეგიონებშიც დაიწყება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა ნორვეგიელ ხალხს.

ზელენსკიმ თავის გამოსვლაში  კიდევ ერთხელ ახსნება, რომ თუ რუსეთი არ დაისჯება, კონფლიქტები სხვა რეგიონებშიც დაიწყება.

მისი თქმით, რუსეთს შეუძლია ნორვეგიის საზღვრებისკენაც გადაადგილება და ეს რეალურად საფრთხეს უქმნის ყველას.

„არ არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის აკრძალული სამიზნეები – ისინი დღე და ღამე ბომბავენ საავადმყოფოებს და საცხოვრებელ ადგილებს. რუსული ტექნიკა არ არის ამოძირკვული, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს უამრავი მათი შენაერთი.

რუსეთმა შავ ზღვაში საკუთარი “ნაღმების ჩადებით” შექმნა საფრთხე. მათ შეუძლიათ ნორვეგიის საზღვრებისკენ, ფიორდებისკენ გადაადგილება. ის საფრთხეს უქმნის ადამიანებს და გარემოს. სხვა აგრესორები აკვირდებიან უკრაინაში არსებულ ვითარებას. თუ რუსეთი არ დაისჯება, კონფლიქტები სხვა რეგიონებშიც დაიწყება.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მიზნად ისახავს გასცდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ეს საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის მომავალს,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ უკრაინისთვის საზენიტო იარაღის, ასევე საარტილერიო სისტემების მიცემის აუცილებლობის შესახებაც ისაბრა და აღნიშნა, რომ „თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული“.

ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ნორვეგიულ კომპანიებს არ დაეხმარონ რუსეთს და დატოვონ რუსული ბაზარი. იგი  ასევე ნორვეგიულ მხარეს სთხოვს დაბლოკოს პორტები რუსული გემებისთვის.

„ნორვეგიას შეუძლია უზრუნველყოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენი და თქვენი ხალხი კიევში ათასობით წლის წინ ცხოვრობდა და ახლა რუსული რაკეტები დაფრინავს ამ ქალაქში.

რუსმა ოკუპანტებმა უკვე მოკლეს 145 ბავშვი და ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინების გარეშე’, – განაცხადა ზელენსკიმ

მან ასევე მოუწოდა ნორვეგიას ომის შემდეგ შეუერთდეს უკრაინის აღდგენის პროცესს.