აღადგინოთ ზამთრის არდადეგები, რომელიც ერთპიროვნულად შეცვალა სანიკიძემ!

მიმართვა განათლების მინისტრს ბ–ნ ალექსანდრე ჯეჯელავას!

ბ–ნო ალექსანდრე, ვიცი რომ არ მოგცემენ საშუალებას და ძალიან გაგიჭირდებათ სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დედა ენის სწავლება აღადგინოთ, სკოლის სახელმძღვანელოებში ასახოთ თანამედროვე ქართველი გმირების (სამაჩაბლოსა და აფხაზეთში გმირულად დაღუპული) ისტორიები, გააუქმოთ მასწავლებლებისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სასერთიფიკაციო გამოცდები, მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ საახალწლო საჩუქარი გაუკეთოთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

კერძოდ, აღადგინოთ ზამთრის არდადეგები 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე, რომელიც ერთპიროვნულად შეცვალა ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ და არსებული მდგომარეობით არდადეგები 29 დეკემბრიდან 16 იანვრამდეა. აღსანიშნავია, რომ წელს განსაკუთრებით მკაცრი ზამთარია და გახშირებულია ვირუსული ინფექციები.

ასე რომ თქვენი გადაწყვეტილება “ძველი არდადეგების” დაბრუნების შესახებ ყოველმხრივ გამართლებული იქნება.

პატივისცემით, ზვიად ტომარაძე.

კომენტარის დატოვება