თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვმა შესაძლოა ფეხი დაკარგოს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

ფოტო – ჩემი ქალაქი მკლავს