პატრიარქი: რა გინდა აფრიკაში, როცა თავად გაქვს აფრიკა ოჯაში!

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემ ტელე-კომპანია „კავკასიაზე“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ქართველების ჩვევაა სხვისი ჭირის გაზიარება მაშინ, როცა საკუთარიც მრავლად აქვს. მისი თქმით, აუცილებელია ჯერ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მივხედოთ და მერე „ვივიშვიშოთ სხვა ქვეყნების პრობლემებზე“.

არჩილ ჭყოიძემ პირდაპირ ეთერში ასეთი ისტორია გაიხსენა:

-„რამდენიმე წლის წინ საქართველოს პატრიარქთან ახლადნაკურთხი მღვდელი მივიდა, რომელმაც უწმინდესს სთხოვა აფრიკაში ან რომელიმე ცხელ წერტილში გამიშვით, რომ მართლმადიდებლობა გავავრცელოო.

უწმინდესმა ჰკითხა-რამდენი შვილი გყავსო? მოძღვარმა უპასუხა-5 შვილიო. პატრიარქმა მეორე კითხვა მისცა-კიდევ ვინ გყავს ოჯახშიო. მღვდელმა უთხრა, რომ ოჯახში ჰყავდა დედა, მამა და მეუღლე. მერე ისევ დაინტერესდა პატრიარქი, მღვდლის ოჯახის წევრები თუ დადიოდნენ ეკლესიაში და რამდენიაო მორწმუნე.

-მამა ფიზიკოსია და დიდად მორწმუნე არ არის, მეუღლეც ხშირად ვერ ახერხებს ეკლესიაში სიარულს, შვილებიდან 2 არ დადის-ო-მიუგო მღვდელმა.

-შვილო, რა გინდა აფრიკაში, როცა თავად გაქვს აფრიკა ოჯაში!-მიუგო პატრიარქმა“.

კომენტარის დატოვება