რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, – წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.