უკრაინელებმა ხერსონის ოლქის 11 დასახლება რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 11 დასახლება რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს შემდეგ დასახლებებზე:

  • ნოვოვორონცოვკა;
  • მალაია შესტერნია;
  • ნოვოჰრიჰორივკა;
  • ტოპოლინოე;
  • კნიაზევკა;
  • კრასნოვკა;
  • სვობოდნოე;
  • კამიანკა;
  • პრიგორიე;
  • კოჩუბეევკაა;
  • ორლოვo

ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების ოპერაციისას უკრაინელებმა მტერს სამხედრო ტექნიკაც წაართვეს, მათ შორის Т-64 ტიპის ტანკები სრული საბრძოლო მასალით, ასევე ჯავშანტრანსპორტიორები.