„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში მიავლინა ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ – მამუკა მდინარაძე

ბუნებრივია, წინასაარჩევნო მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება და ამის გამო, მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც, ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ.

მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას”, ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და ამომრჩეველს მისცენ საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი“, – განაცხადა მდინარაძემ.