,,უკრაინა დათმობაზე არ წავა და პუტინი ამას ვერ აცნობიერებს” – ზელენსკი

„უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ – მხარეთა სურვილზე, უკრაინის ფინანსურს სიძლიერესა და დასავლეთის ქვეყნების შიშის არ ქონაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, კრემლის ლიდერთან შუამავლების საშუალებით საუბარს აზრი არ აქვს.

ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი საკუთარ საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს.

„ის ცხოვრობს საკუთარ საინფორმაციო სამყაროში, ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინა არ წავა დათმობებზე. ჩვენ ვიბრძვით საკუთარ მიწაზე, ვიბრძვით საკუთარი თავისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის, მომავლისთვის. შუამავლების მეშვეობით პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს, მას პირისპირ უნდა ვესაუბროთ.

ომის დასრულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში – სხვადასხვა მხარის სურვილზე, ერთიანი დასავლეთის სურვილზე, რომ უკრაინას იარაღი და ფინანსები ჰქონდეს. მნიშვნელოვანია უკრაინის ფინანსური სიძლიერე. არ შეგეშინდეთ რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლის, ამ ჰიბრიდულ ომში სხვაგვარად იბრძოლეთ“, – მიმართა ზელენსკიმ დასავლეთს.