მიხეილ სარჯველაძე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე: ზოგიერთმა ოპოზიციონერმა უკვე დღეიდან დაიწყო საუბარი დაწერილი სცენარიდან, რომლის მიხედვითაც მათ აუცილებლად უნდა გააპროტესტონ არჩევნების რეზულტატი

უნდა ვივარაუდოთ და ვიფიქროთ, შეიძლება საღი აზრისთვის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდეს პარლამენტშიც და როგორმე მივაღწიოთ 100 დეპუტატის მხარდაჭერას. მგონია, რომ ბევრ ოპოზიციურ პარტიას გაუჭირდება არგუმენტირებული პოზიციის წარმოჩენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.

„თუმცა, არ მინდა ძალიან მეამიტური განცხადება გავაკეთო, რადგან ბევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სრულიად საპირისპირო მოლოდინი გააჩინა. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ უსაფუძვლო კრიტიკის საბაბი მოძებნონ. დღეიდან უკვე დაიწყეს საუბარი დაწერილი სცენარიდან, რომლის მიხედვითაც მათ აუცილებლად უნდა გააპროტესტონ არჩევნების რეზულტატი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.