რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ომში დაღუპული სამხედროების ახლობლების დასახმარებლად 510 ათასი აშშ დოლარი გამოიყოფა

15 მილიონი გრივნა სიცოცხლისთვის. სწორედ ამ თანხას გადაუხდიან რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ომში დაღუპული სამხედროების ახლობლებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ავრცელებს.

15 მილიონი გრინვა დაახლოებით, 510 ათასი აშშ დოლარია და ეს თანხა იქნება ერთჯერადი დახმარება და გადანაწილდება თითოეულ ოჯახზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ სხვადასხვა სოციალური გარანტიები. ასევე, გათვალისწინებულია გარკვეული საშეღავათო საგადასახადო სისტემა მათი ოჯახებისთვის.

აღნიშნული საკითხებს გაითვალისწინებს კანონი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების შესახებ.

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების შესახებ.

ამასთან, უკრაინული კანონის თანახმად „ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”, იმ სამხედროების ოჯახები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ან უკვალოდ გაუჩინარდნენ, იღებენ ყოველთვიურ შემწეობას. კანონი არ ვრცელდება ნებაყოფლობით ჩაბარებულთა ოჯახებზე.