ნედ პრაისი: რუსეთის პრეზიდენტი გადახდას რუბლებში რომ ითხოვს კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა

რუსეთის პრეზიდენტი გადახდას რუბლებში რომ ითხოვს კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„გავრცელებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, რუსი მაღალჩინოსნების ნაწილი ჩამოშორებულია პროცესებს ან შინაპატიმრობაში იმყოფება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი პუტინი თავს მოტყუებულად თვლის, თუ გადავხედავთ ბოლო 5 კვირის მოვლენათა განვითარებას, სახეზე რამდენიმე შეცდომაა.

ვლადიმერ პუტინმა ვერ გათვალა ის, რომ მისი ჯარი უკრაინელებისგან ამგვარ წინააღმდეგობას წააწყდებოდა შესვლისას. ვერ გათვალა ისიც, რომ ურბანული ცენტრის აღებას, როგორიც კიევია 48-დან 72-მდე საათის ინტერვალში ვერ შეძლებდა. რუსეთის პრეზიდენტი გადახდას რუბლებში რომ ითხოვს კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა. ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკური და ფინანსური სასოწარკვეთის ნიშანია და ცხადია ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა განსაზღვრონ რა არის მათთვის უმჯობესი და როგორია ჩვენი კოლექტიური ინტერესი“,- აღნიშნა ნედ პრაისმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი განკარგულების თანახმად, ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობისას კომპანიებს რუსულ ბანკებში უნდა ჰქონდეთ ანგარიშები და საფასური რუბლებში გადაიხადონ.