ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-მდე რაკეტაა გამოშვებული

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-მდე რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ათობით ჭურვი, რომელიც დასახლებული პუნქტებისკენ იყო მიმართული, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.