ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა – მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია

ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა. ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია. ინფორმაციას “ალ-ჯაზირა”  ავრცელებს.

გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც და მათი რიცხვი უკვე 600-ს აღწევს.

მსხვერპლია ისრაელის ტერიტორიაზეც. ღაზის სექტორიდან განხორციელებულ დაჯგუფება “ჰამასის” სარაკეტო დარტყმებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია, ერთი კი ინდოეთის მოქალაქეა.