ლიეტუვის საგარეო უწყება: ოკუპირებული ცხინვალის მიერ ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი არასამართლებრივი და ბათილი იქნება

ლიეტუვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ცხინვალში ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი არალეგალური იქნება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა.

ლიეტუვა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენულობისა და უსაფრთხოების აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთთან შეერთების შესახებ ოკუპირებული ცხინვალის მიერ ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი არასამართლებრივი და ბათილი იქნება. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენულობასა და უსაფრთხოებას“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.