ქედაში ისევ თოვს…

ქედაში ამ დროისთვის ისევ თოვს. თოვლის საფარი მაღალ სოფლებში 1.70 სმ, ხოლო დაბალ სოფლებში 60-70 სმ-ია.

ყველა ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გზა ამ დროისთვის გაწმენდილია, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობის მიერ დღეს კვლავ განახლდება 10 მიმართულებით საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ელექტროენერგია არ მიეწოდება დაზიანების გამო მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა საბავშვო ბაღსა და საჯარო სკოლაში.

კომენტარის დატოვება