,,ეს მართლაც გენოციდია, მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია” – ზელენსკი ბუჩაზე

ეს არის გენოციდი, მთელი ერისა და ხალხის ლიკვიდაცია – ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები CBS News-ის ეთერში.

,,ეს მართლაც გენოციდია. მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია. უკრაინაში 100-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ეს არის ყველა ამ ეროვნების განადგურების მცდელობა და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ომის დანაშაულებში პასუხისმგებლობა არამხოლოდ ვლადიმირ პუტინს, არამედ თითოეულ რუს სამხედრო მეთაურს უნდა დაეკისროს, იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ლიკვიდირების ბრძანებებს გასცემენ. როდესაც ზურგზე ხელშეკრულ, თავმოკვეთილ ადამიანებს ვპოულობთ, ეს მე არ მესმის. მე არ მესმის მათი, ვინც ბავშვები აწამა და მოკლა. მხოლოდ მოკვლა არ იყო მათთვის საკმრაისი? შესაძლოა მათ სურდეთ ოქრო, ან სარეცხი მანქანების წაღება, მაგრამ ამის გარდა, ისინი მიზანმიმართულად აწამებდნენ ადამიანებს”, – თქვა ზელენსკიმ.