ბერლინი დაღუპულებს გლოვობს

ბერლინში, ბრაიტშაიდპლაცის მოედანზე, სადაც 19 დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე მყოფ ადამიანების მასაში სატვირთო ავტომობილი შევარდა, მოქალაქეებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 48 ადამიანი, გერმანიის შსს მინისტრის განცხადებით-„არავინ მოისვენებს, სანამ დამნაშავე ან დამნაშავეები არ იქნებიან დაკავებულნი და დასჯილნი“.

ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარის დატოვება