“ჩვენი ქვეყანა იმ უპილოტო თვითმფრინავს დაემსგავსა, რომელმაც არ იცის, საით მიფრინავს…“

ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი

-„ლაპარაკობენ ტერიტორიულ მთლიანობაზე და აფხაზეთის გმირების ფოტოებს ნაგავში ალპობენ!

ლაპარაკობენ ეკონომიკურ აღმავლობაზე და ეკონომიკაც დაანგრიეს და ადამიანებსაც გაუმწარეს სიცოცხლე!

ლაპარაკობენ ოპტიმისტურ პროცენტებზე და სინამდვილეში ერი დეპრესიაშია!

ვითომ ადმინისტრაციულ ხარჯს ამცირებენ და მესამე ხელით კომფორტულ ბუდეებს იშენებენ. კაბინეტს საშხაპეც სჭირდება, თურმე!

ლაპარაკობენ სიღარიბის შემცირების ტენდენციაზე და ათასობით ბავშვი ქვეყანაში პურს ვერ ჭამს!

ლაპარაკობენ ლარის გამყარებაზე და დოლარი მალე 3 ლარს მიუკაკუნებს.

“ტვინიკოსები” “ტვინიკოსობენ”. “პროფესორები” “პროფესორობენ”. აკადემიკოსები კულისებში იმალებიან. თუ რამეს ვიტყვით, სასაცილოდ აგვიგდებენო,- ქილიკსა და ცინიზმს ერიდებიან. საქართველოში ხომ მცოდნე კაცი დასაცინია. ეს კიდევ ერთი ახალი ტენდენციაა. უცოდინარი- წარმატებით აღწევს კარიერულ წინსვლას. ყოჩაღ, აქაც არასტანდარტულები ვართ.

საკუთარი დევნილებისთვის ვერ გამოგვიყვია ადგილ- საცხოვრისი და უცხო ქვეყნის დევნილების ბედს დავტირით. ქვეყნის მიწების 22%- ი დავკარგეთ და სირიის კრიზისზე საპარლამენტო რეზოლუციის მიღება სასწრაფოდ გვჭირდებაო. ჩქარა, გაერომ არ დაგვასწროსო. სადღაც ვძვრებით. რატომ ვძვრებით, გაუგებარია.

დიპლომატების მკვლელობასაც ვახარისხებთ. რუსი დიპლომატი მოკლეს? დ ი პ ლ ო მ ა ტ ი მოკლეს! სიჩუმე! სხვას მოკლავენ?- სამძიმრის დეპეშები. ორმოცსა და წლისთავს გადაუხდიან.

ჩვენი ქვეყანა იმ უპილოტო თვითმფრინავს დაემსგავსა, რომელმაც არ იცის, საით მიფრინავს…“-წერს ინაშვილი სოციალუე ქსელში.

კომენტარის დატოვება