„სუპერ ბაღი, თანამშრომლები და დირექტორი, იაგოს საქართველოში ანალოგი არ ჰყავს…“

ჩვენმა ახალმა რუბრიკამ იცნობდეთ!საკმაოდ კარგი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. მიგვაჩნია, რომ უნდა ვიცნობდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ აკეთებენ თავიანთ საქმეს და „ხმაურიანად გაკეთებულისგან“ იმით განსხვავდებიან ეს საქმეები, რომ ნამდვილად საჭირო და კარგად გაკეთებული საქმეებია…

აღარ დავიწყებ იმის მოყოლას, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბაღს და აღმზრდელ-დირექტორებს ჩვენი პატარების ცხოვრებაში, დღეს პირდაპირ გაგაცნობთ საბავშვო ბაღის „ხუთკუნჭულას“ დირექტორს იაგო მაისურაძეს.

აბსოლუტურად განსხვავებული, უკომპლექსო, თავისუფალი, მუდამ ახალი იდეებით სავსე და ენერგიული-აი, ასე იცნობენ იაგო მაისურაძეს ახლობები. წარმოიდგინეთ, მისი ბაღი მუდამ მორთულ-მოკაზმულია, ბავშვებს ეკითხება რა უნდათ და აუცილებლად აკეთებს იმას, ბაღში აქვს პატარა კინოსტუდია მოწყობილი და თავად აკეთებს ფილმებს, ასე რომ ყოველ წუთს მარადისობად აქცევს და  „ხუთკუნჭულას“ არქივს ისტორიას მატებს…

უყვარს ცხოველები, პატარებსაც უნერგავს ოთხფეხა მეგობრებისადმი სიყვარულს.

უყვარს ბუნება, საქართველოს ისტორია და ცდილობს აღსაზრდელებსაც აზიაროს, უყვარს ბუნებაში განმარტოვებაც…

ნერგავს ჯანსაღი ცხივრების წესს-გადაადგილდება ველოსიპედით, რაც ჯერ კიდევ იშვიათობაა თბილისში და ნამდვილად მისაბაძი მაგალითია.

ალბათ ბევრი შეიძლება წერო ამ ადამიანზე, მაგრამ მის მთლიან მოღვაწეობას და პიროვნებას მშობლების სიტყვები ჩვენზე კარგად აღწერს:

ადამიანი, რომელიც დაუღალავად ხელმძღვანელობს “ხუთკუნჭულას”, აქვს განსაკუთრებული მიდგომები ბავშვებთან, არის უბნის კოლორიტი და მისაბაძი ადამიანი. სუპერ ბაღი და სუპერ თანამშრომლები, ნუ , დირექტორზე აღარაფერს ვიტყვით , მთელმა საქართველომ იცის, რომ ანალოგი არ ჰყავს…“-ამაზე მეტ შეფასებას, ამაზე გულიდან ამოსულ სიტყვებს ჩვენ ვერ მოვნახავთ. ამ სიტყვებს ამბობენ ადამიანები, რომლებიც მუდამ გულდამშვიდებულები ტოვებენ შვილებს „ხუთკუნჭულაში“.