თამარ სანიკიძე განათლების სისტემაში ბრუნდება

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს.

როგორც განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, სანიკიძე უახლოეს დღეებში შეუდგება აღნიშნულ პოსტზე მუშაობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს.

„მე და თამარ სანიკიძე საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. საუბარია ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრზე, რომელიც განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა. მიხარია, რომ როგორც პრეცედენტი, ყოფილი და მოქმედი მინისტრები, გააგრძელებენ თანამშრომლობას და ისეთი ძვირფასი მენეჯერული რესურსი, როგორიც არის თამარ სანიკიძე, დარჩება ჩვენთან“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარის დატოვება