თუ მენდობით გავიდეთ – “დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია” – თაკო ჩარკვიანი

“კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას ქუჩის აქციებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

,,ხალხნო რას ველოდებით , ვინ ოპოზიცია “რაის ” ოპოზიცია?! დავაანონსოთ და გავიდეთ ქუჩაში ამას როგორ ვითმენთ ,თარიღს გეტყვით უახლოესს ორ დღეში და “დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია”. არჩევით ვინც გინდათ ის აირჩიეთ მერე კი ბატონო , მაგრამ ახლა ესენი ????ეს კოლაბორაციონალები უნდა “წაეთრნენ” -უნდა. ჩვენი უფლებაა და ღირსების საქმეა ! თუ მენდობით გავიდეთ, მე რაც შემიძლია გავაკეთებ! მოსვლა თქვენზეა ცხადია!იმისტი ამისტი არ ვიცი მე, დასავლეთის და დასავლური ღირებულებების “იმისტებო და ამისტებო”! – წერს ჩარკვიანი.