,,ჩემი თვალით ვნახე ბუჩა, ირპინი, სტოიანკა ოკუპაციის შემდეგ, მერკელი და სხვა ლიდერები აქ უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ რა შედეგები მოქვს რუსეთთან თამაშს – რუსებმა ქალები და ბავშვები მოკლეს, ეს გენოციდზე მეტია” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელა მერკელსა და ნიკოლა სარკოზის ბუჩაში კიდევ ერთხელ ეპატიჟება. ამჯერად განცხადება პრეზიდენტმა სწორედ ბუჩადან გააკეთა, სადაც თავის თვალით ნახა რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბუჩაში მედიაც იმყოფება. ეს ყველაზე მთავარია. აუცილებელია რომ ყველამ ნახოს აქ რაც ხდებოდა და რაც ჩაიდინა რუსეთმა მშვიდობიან უკრაინაში. ეს მშვიდობიანი მოსახლეობაა რომელიც თითოეული თანამოქალაქის დასაცავად იბრძვის.

ისინი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობენ, თუმცა მტერს შესაბამისი პასუხი გასცეს. დღეს მთავრობასა და მოქალაქეებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ბევრ ქალაქში ადგილობრივი თვითმართველობის წევრები გაიტაცეს და მოკლეს. თუ გინდა რომ გაიგოთ როგორი ხალხი ცხოვრობს და რა შეხედულებები აქვთ, მათ უნდა დაელაპარაკოთ.

ბრძოლა უკრაინელი ხალხის ხასიათშია. ხოლო ის რაც აქ ხდება და რაც მოხდა რუსების ხასიათია და ისინი ადამიანებს ცხოველებზე უარესად ექცეოდნენ. მომხდარი სამხედრო დანაშაულია და მსოფლიო მას აუცილებლად აღიარებს გენოციდად. ათასობით ადამიანია მოკლული. მოგლეჯილი კიდურები და საკონტროლო გასროლით მოკლული მოქალაქეები. რუსებმა ქალები და ბავშვები მოკლეს. ეს გენოციდზე მეტია. რაც უფრო დიდხანს ეცდება დროის მოგებას რუსეთი, მით უფრო უარესი იქნება ეს მათთვის და არსებული ვითარებისთვის. ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღე აწყდებიან დაღუპული, ნაწამები ადამიანების ცხედრებს.

ვფიქრობ რომ ანგელა მერკელმა ჩემი სიტყვები კარგად მოისმინა და არა მარტომ მან, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც, მათ შორის, ნიკოლა სარკოზიმაც. ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა როგორც მესმის ისინი რუსეთის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ.

ღია კართან დაკავშირებული მთელი ეს ინსინუაცია იყო. ვიცით რომ 2008 წელს ბუქარესტში ბევრი წევრი ქვეყნის ლიდერმა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა იყვნენ ისეთებიც ვინც უარი თქვა და მათ შორის იყო ანგელა მერკელიც. ესენი იყვნენ ლიდერებიც ვისზეც დამოკიდებული იყო უკრაინის ალიანსის წევრობა. ვფიქრობ, რომ ის რაც დღეს ხდება რუსეთის წინაშე დათმობის შედეგია. ვფიქრობ, რომ ეს ლიდერები აქ უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ რა შედგები მოქვს რუსეთთან თამაშს.

უკრაინა მშვიდობის ღირსია. ჩვენმა ერმა და არმიამ ეს დაამტკიცა. გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ როგორც დიპლომატიურ ფრონტზე ასევე ბრძოლის ველზეც. არცერთი პროცენტის არ დავუშვებთ რომ დამნაშავე არ დაისაჯოს. შეჩერებას და დროის დაკარგვას არ ვაპირებთ. ჩვენ ვცდილობთ რომ ცივილური გამოსავალი ვიპოვოთ, რადგან ეს თუ ვერ მოხერხდება, ყველა იცნობთ უკრაინელ ხალხს, ისინი არაცივილურ გამოსავალს იპოვიან,” თქვა ზელენსკიმ.