ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, ან რუსეთში გზავნით, უკრაინელი ხალხის სისხლი აქვს – კლიჩკო დასავლეთს

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართავს, რომ შეწყვიტონ ოფიციალურ მოსკოვთან ყველანაირი კომერციული კავშირი კლიჩკო ამბობს, რომ ფული, რომელსაც რუსები იღებენ, უკრაინელი ხალხის სისხლითაა დასვრილი.

,,ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან რუსეთში გზავნით, უკრაინელი ხალხის სისხლი აქვს” – ამბობს კლიჩკო.

კლიჩკო გამოეხმაურა ბუჩას ტრაგედიას და თქვა, რომ რუსმა ოკუპანტებმა იქ უკრაინელების გენოციდი მოაწყეს.