იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატი გააძევა, დანიამ კი 15

სააგენტო „როიტერსი”-ის ცნობით, იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატი გააძევა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით ახსნა.

„საკითხი შეთანხმებულია სხვა ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან და აუცილებელია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიით“, – განაცხადა დი მაიომ.

რუსული სააგენტო TASS – ის ცნობით, რუსეთი მზად არის საპასუხო ნაბიჯებისთვის.

ამასთან, ასევე ცნობილი გახდა, რომ დანიამმაც ქვეყნიდან გააძევა 15 რუსი დიპლომატი.

„ეს არის სისასტიკისa და ომის დანაშაულების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც, როგორც ჩანს, მოხდა ბუჩაში“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა პრესკონფერენციაზე.

მედიის ცნობით, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ისინი მუშაობდნენ აქტიურად მუშაობდნენ დაზვერვასთან.