ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას: ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის საერთო წარმატებების მიღწევასა და გამოწვევების დაძლევაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელი კოლეგის, დმიტრო კულებას ტვიტს გამოეხმაურა, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

„მადლობა კეთილი სურვილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის საერთო წარმატებების მიღწევასა და გამოწვევების დაძლევაში. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს ბრძოლაში მათი ქვეყნისა და ღირებულებებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“, – დაწერა ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე.