გააშიშვლეს, თავი გადაპარსეს, რუსულ ენაზე საუბარს და რუსეთის დიდებას აიძულებდნენ – რას ჰყვებიან უკრაინელი ქალი სამხედროები ტყვეობაში გადატანილ დღეებზე

უკრაინული გამოცემა „უნიან” ავრცელებს სტატიას, სადაც უკრაინელი ქალი სამხედროების ტყვეობაში გატარებულ პერიოდზე მოგვითხრობს.

უკრაინელი სამხედრო ანასტასია მატრუშენკო რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ჰყვება, რომ ოკუპანტებმა, მისი სამხედრო ნაწილის არტილერიითა და ტანკით დაცხრილვის შემდგომ, უკრაინელი მებრძოლები ტყვედ აიყვანეს, შეუკრეს ხელები და თვალები აუხვიეს. თავის გადაპარსვა, გაშიშვლება და პროპაგანდისტულ სიუჟეტებში მონაწილეობის იძულება – ეს ის

ჯერ ბელარუსში გადაიყვანეს, სადაც არასლავური გარეგნობის ჯარისკაცი ანასტასიას შურისძებით ემუქრებოდა, მოგვიანებით კი ტყვეები რუსეთში, ქალაქ ბრიანსკის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც აწამებდნენ, რადგან უკრაინელი ქალი სამხედროები უარს ამბობდნენ ეპასუხათ  სიტყვაზე – „დიდება რუსეთს!”.

რუსი ოკუპანტები დატყვევებულ უკრაინელ ქალ სამხედროებს მამაკაცების თანდასწრებით გაშიშვლებას აიძულებდნენ, მეტი დამცირებისთვის მათ თავები გადაპარსეს. გაუთავებელი დაკითხვები კი, ჯარისკაც ანასტასიას თქმით, საკანში დაუსრულებლად გრძელდებოდა.

როგორც კიდევ ერთი ყოფილი ტყვე ქალი სამხედრო, ალექსანდრა ცეპუკი ჰყვება, ბელარუსში გადაყვანის შემდეგ, ოკუპანტებს მათი პროპაგანდისტულ სიუჟეტებში გადაღება სურდათ და აიძულებდნენ რუსულ ენაზე ესაუბრათ, თუმცა ქალი ტყვე სამხედროები ამაზე უარს წამების ფასად ამბობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს უკრაინელი სამხედროები ტყვეობიდან გაათავისუფლეს. მათი გარეგნობით ყველა შოკირებული იყო.