„მაინც და მაინც უნდათ, რომ საქართველომ გამოუცხადოს ომი ვინმეს?! ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა“ – მეუფე იაკობი

„მაინც და მაინც უნდათ, რომ საქართველომ გამოუცხადოს ომი ვინმეს?! – ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებაზე განაცხადა.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ საქართველო ყოველთვის ეხმარებოდა უკრაინას და ახლაც ყოველთვის დაეხმარება, თუმცა დასძენს, რომ მას პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები აინტერესებს.

„ეს უნდა ვთქვა, იმიტომ, რომ ხმამაღლა ვერ ამბობენ და თუ ამბობენ ცოტა შეფარულად, მაინც და მაინც უნდათ, რომ საქართველომ გამოუცხადოს ომი ვინმეს?! საქართველომ ბლოკადა უნდა გაუკეთოს ვინმეს?! გაზი საიდან გადის, ჩვენთან შემოდის და ჩვენ ვყიდით გაზს?! გაზი გადის უკრაინიდან ევროპაში. ვიღაც სულმოკლეები როცა ჩვენ ქვეყანას გვიმართავენ და იმას ამბობენ, რომ თურმე საქართველოს რაღაც რომ გაეკეთებინა ომს მოიგებდნენ აქამდე! ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა, ყოველთვის ვეხმარებით და ყოველთვის დავეხმარებით, უკრაინელების დახმარება არ დამავიწყდება.

იმათი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენზე იძახიან ხომ რომ რას აკეთებენ და მთავრობას აგინებენ, ოპოზიციას, ზოგიერთს უხარია, რომ აგინებენ. რა ის თუ შეაქებს რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არ უნდა იყოს, უნდა გაგიხარდეს ახლა! ზელენსკი შეგაქებს, მაკრონი შეგაქებს თუ პუტინი შეგაქებს, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი ქვეყნის ინტერესები მაინტერესებს პირველ რიგში და მერე სხვები. ჩვენ ნუ დაგაბრალებენ რაღაცას“, – აცხადებს მეუფე იაკობი.