დავით დარჩიაშვილი – ვინც ბუჩას არმაგედონსა და მიშას ტყვეობას შორის პარალელს ვერ ავლებს, ნუ გამომეხმაურებით

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ გენოციდსა და სააკაშვილის პატიმრობას შორის პარალელს ავლებს.

ამასთან, როგორ იგი სოციალურ ქსელში წერს, სანამ ექსპეზიდენტის გამოსახსნელად სალომე ზურაბიშვილი ნაბიჯს არ დგამს „ვერასოდეს ჩათვლის  ადამიანად”.

„ვერასოდეს ჩავთვლი სალომე ზურაბიშვილს ადამიანად, სანამ მსოფლიო მასშტაბის განსაცდელის ჟამს, რომლის სახელია ბუჩა, ის არ დგამს ნაბიჯს მიშას გამოსახსნელად.

ივანიშვილი და ღარიბაშვილი რომ ადამიანები არ არიან, ეგ ისედაც “იასნია”. ვინც ბუჩას არმაგედონსა და მიშას ტყვეობას შორის პარალელს ვერ ავლებს, ნუ გამომეხმაურებით: საჯარო პოლიტიკა მივატოვე, მღვდელი მე არ ვარ და, ამიტომ, თქვენი გონების გახსნა თუ სულის ხსნა აღარაა ჩემი საქმე,” – წერს დარჩიაშვილი.

ცნობისთის,  რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები ქალაქ ბუჩადან, სადაც რუსმა ოკუპანტებმა გენოციდი მოაწყვეს. წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 300 მდე მშვიდობიანი მოქალაქე.