NDI: საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია

NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოძი ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია. ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.

უმუშევართა უმრავლესობა (49%) ამბობს, რომ სამსახურს საერთოდ ვერ პოულობს, ხოლო (20%) შესაფერისი ანაზღაურებით.

სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერანაირ სამსახურს ვერ
პოულობს.

კვლევა ემყარება 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

ნახეთ ასევე: NDI: საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 1 წელში ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს