,,მან ბევრი გააკეთა რუსული პარლამენტარიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის” – ვლადიმერ პუტინმა ჟირინოვსკის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მწუხარება გამოთქვა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების გამო. პუტინმა აღნიშნა, რომ ჟირინოვსკი იყო გამოცდილი პოლიტიკოსი, ენერგიული ადამიანი და კარგი მოსაუბრე.

„ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი და მუდმივი ლიდერი. მან ბევრი გააკეთა რუსული პარლამენტარიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. გულწრფელად ცდილობდა, წვლილი შეეტანა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემების გადაჭრაში“ , – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა დასძინა, რომ ვლადიმირ ჟირინოვსკი ყოველთვის იცავდა რუსეთის ინტერესებს ყველაზე მწვავე დისკუსიებში. მან პოლიტიკოსის ახლობლებსა სამძიმარი გამოუცხადა.