ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა მოსკოვს საწვავში 35 მილიარდი ევრო გადაუხადა, ხოლო უკრაინას კი 1 მილიარდით დაეხმარა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა მოსკოვს საწვავში 35 მილიარდი ევრო გადაუხადა, მაშინ როდესაც უკრაინას მხოლოდ 1 მილიარდი ევროს ოდენობით შეიარაღება მიაწოდა. ამის შესახებ BBC  წერს.

„უკრაინას თავის დაცვაში უნდა დავეხმაროთ. უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით. შეიძლება ეს ბევრად მოგვეჩვენოს, მაგრამ ყოველდღიურად პუტინს ვუხდით ენერგიისთვის, რომლითაც გვამარაგებს“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დღეს ევეოკავშირში რუსეთს წინააღმდეგ სანქციესბი ახალ, მეხუთე პაკეტს განიხილავს, რომელიც ქვანახშირის აკრძალვას შეეხება.

ამასთან, ევროკომიის ხელმძღვანელის ურულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის მუშაობს რუსეთდან ნავთბის იმპორტის აკრძალვაზეც.