60-მდე რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა უკრაინაში ომში წასვლაზე

რუსეთის ქალაქ ფსკოვში 60-მდე სამხედრო მოსამსახურემ უკრაინაში წასვლაზე და ომში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა “ფსკოვსკაია გუბერნია” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, უკრაინაში ომის პირველივე დღეების შემდეგ სამხედროები ბელარუსის რესპუბლიკაში იყვნენ გადაყვანილი, რის შემდეგაც ფსკოვში, საკუთარი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდნენ.

“ამჟამად, მათ დიდ ნაწილს სამსახურიდან ითხოვენ, ზოგიერთს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებიან”, – წერს “ფსკოვსკაია გუბერნია”.