ბლინკენი: „დიდი შვიდეული“ მზად არის, პუტინი პასუხისგებაში მისცეს არაფრით პროვოცირებული არჩეული ომის გამო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ (G7) მზად არის, პუტინი პასუხისგებაში მისცეს არაფრით პროვოცირებული არჩეული ომის გამო.

„G7 მზად არის, პასუხისგებაში მისცეს პრეზიდენტი პუტინი მისი არჩეული არაფრით პროვოცირებული ომის გამო და უზრუნველყოს, რომ ის უკრაინაში სტრატეგიულ მარცხს განიცდის უკრაინაში“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, ბრიუსელში ამ წუთებში ნატოს ლიდერებისა და “დიდი შვიდეულის” ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.