,,რუსაპეტა” კალაძეს უნდა გავცეთ მარტივი პასუხი – ვაჟკაცობაზე და კაცობაზე ლაპარაკი იმ ადამიანისგან, რომელმაც ფაქტობრივად გაძარცვა დედაქალაქი, ალოგიკურია – ლევან ხაბეიშვილი

,,რუსაპეტა” კალაძეს უნდა გავცეთ მარტივი პასუხი – ვაჟკაცობაზე და კაცობაზე ლაპარაკი იმ ადამიანისგან, რომელმაც ფაქტობრივად გაძარცვა დედაქალაქი და მონოპოლიები შექმნა ქალაქის ურბანული მიმართულებით, ცხადია, აბსოლუტურად ალოგიკურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კალაძის მიერ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 240 მილიონი ლარი ჩაერიცხა რუსეთს და იმ მიმართულებაში, რომელშიც კალაძე სუსტია ურჩევნია დადუმდეს და ჩუმად იყოს.

„რუსაპეტა კალაძეს უნდა გავცეთ მარტივი პასუხი და საზოგადოებას შევახსენოთ მისი ერთი ხელმოწერით 240 მილიონი ლარი რომ გადავურიცხეთ რუსეთს, როცა დავმარცხდით საერთაშორისო არბიტრაჟში და არ დაგვავიწყდეს „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. არ დაგვავიწყდეს ასევე, ის 170 მილიონი ლარი, რომელიც უკრაინასთან ომის პირობებში გადასცა ფაქტობრივად, რუსებს ჩვენი ვალის ხარჯზე. ჩვენმა შვილებმა, ჩვენ უნდა გადავიხადოთ ეს 170 მილიონი ლარი, რომლითაც ფაქტობრივად, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში კალაძე აფინანსებს რუსებს.

ვაჟკაცობაზე და კაცობაზე ლაპარაკი იმ ადამიანისგან, რომელმაც ფაქტობრივად გაძარცვა დედაქალაქი და მონოპოლიები შექმნა ქალაქის ურბანული მიმართულებით ცხადია, აბსოლუტურად ალოგიკურია. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კალაძემ ყველას კარგად ანახა საკუთარი თავი უზრდელობით, გამოქანებებით, „სიგრძე-სიგანე გეყოფათ“, „სადღაც ნაძვის ხეზე დაგკიდებთ“ და ამ აგრესიული რიტორიკით. მე მესმის, კალაძეს კაცობა ჰგონია, როცა 7 სულ ქურდს დაინახავს და აღიგზნება ამით, ბედნიერია, კმაყოფილია, არადა რეალურად ყველამ კარგად ვიცით მისი და კრიმინალური ავტორიტეტების ურთიერთობა რაში მდგომარეობდა – მუდმივად კალაძეზე ფულის „შეწერვით“ იყვნენ დაკავებულები, როდესაც ის თამაშობდა ფეხბურთს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ასეთი მიმართულებით, სადაც ძალიან სუსტია კალაძე, ურჩევნია, რომ უბრალოდ დადუმდეს და ჩუმად იყოს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.