ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა რომ მცოდნოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე – მიხეილ სააკაშვილი

მინდა მადლობა ვუთხრა ლიეტუვას სეიმს განცხადებისთვის, რომელიც მოითხოვს ჩემს გადაყვანას ევროპულ ქვეყანაში, ისევე როგორც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლონელებს იმისათვის, რომ ყველაზე მაღალ დონეზე, არაერთხელ დააყენეს საკითხი – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლოზე.

დღეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის განხილვაა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი:

,,საქმე იმაშია, რომ როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც ჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა ომს უკრაინაშიო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა და წინასწარმეტყველება რომ მცოდნოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არა იქ, სადაც ვარ- ამ შუშის უკან. განრიდება რომ მდომოდა , ამერიკაშიც შემეძლო, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში სადაც ვიმყოფები.
ჩამოვედი იმიტომ, რომ წინასწარ განცხადებულ მქონდა, ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველაზე უსაფრთხო იყო ყველასთვის” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.