ჰუბერტ ქნირში – ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ, რათა სხვებმა თავისუფლებაში სიცოცხლე შეძლონ

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის წინ მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ, რათა სხვებმა თავისუფლებაში სიცოცხლე შეძლონ. დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას და ამავე დროს, ვფიქრობთ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხზე და მათზე, ვინც ამ ბრძოლას ემსხვერპლა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.