უკრაინის საგარეო უწყება მკაცრად გმობს რუსეთის მიერ მართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეს ე.წ. არჩევნები მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას.

„იმ ფონზე, როდესაც რუსული არმია აგრძელებს უკრაინაში შემოჭრას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.