ნატო არ აღიარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ნატო არ აღიარებს.

,,ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერს ის.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.