თეირანში აქცია ცრემლსადენი გაზით და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაშალეს

მარიამ ახალკაცი

თეირნაში, გვიან ღამით აქცია ცრემლსადენი გაზით და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაშალეს.

გვიან ღამით აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა.

“მტრები აქ არიან და არა ამერიკაში”- სკანდირებდნენ დემონსტრაციაზე შეკრებილი ირანელები.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა, რომელზეც ძირითადად სტუდენტები შეიკრიბნენ, მოკლული ირანელი გენერლის პოსტერები ჩამოხსნეს და დაწვეს. ათასობით ირანელი ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას, ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანისა და სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამანეის გადადგომას ითხოვდა.

”არ დახოცოთ აქციის მონაწილეები” – ამ განცხადებით დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს სპარსულად მიმართა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, “ტვიტერი​ს” საშუალებით, ირანის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და ქვეყნის ხელისუფლებას ინტერნეტის ჩართვისკენ მოუწოდა.