„სამართლებრივმა თემამ მის გამოსვლაშიც, ისევე როგორც მისი ადვოკატების გამოსვლაში სასამართლოში, გადაინაცვლა მეორე პლანზე და ძირითადად, პოლიტიკურ თემაზე ხდება აპელირება” – გია ვოლსკი

პრეზიდენტი არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ თემებზე აპელირებდა,- ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში.

„სამართლებრივმა თემამ მის გამოსვლაშიც, ისევე როგორც მისი ადვოკატების გამოსვლაში სასამართლოში, გადაინაცვლა მეორე პლანზე და ძირითადად, პოლიტიკურ თემაზე ხდება აპელირება, რაზეც დაუსვეს კონკრეტული შეკითხვა, რომ პოლიტიკური ნაწილით თუ იმართლებთ თავს, რომ საქართველოსთვის სიკეთის ჩამოსატანად წახვედით, გვითხრით დეტალებში, რა წაიღეთ – იგივე პოზიცია, რაც გქონდათ – შემტევი და რეალობას დაპირისპირებული თუ რაიმე სხვა პოზიციით ჩახვედით, რით წახვედით და რა ჩამოიტანეთ უკან და ვფიქრობ, ეს მთავარი თემაა, რის გამოც მან პასუხებს თავი აარიდა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.