” დღეს იმსახურებს თუ არა სტატუსს, ქართველ ხალხს, თუ შეიძლება მიმართოთ და უთხრათ, რა მოცემულობა გვაქვს, რას ფიქრობთ” – მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს

“დღეს იმსახურებს თუ არა სტატუსს, ქართველ ხალხს, თუ შეიძლება მიმართოთ და უთხრათ, რა მოცემულობა გვაქვს, რას ფიქრობთ”,- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში, სადაც მისი იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.

„სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამაზე მაინც გაგვეცით პასუხი. თქვენი წინა მოსაზრებები გასაგებია, რომ არ იმსახურებდა [ქვეყანა კანდიდატის სტატუსს].

დღეს იმსახურებს თუ არა სტატუსს, ქართველ ხალხს, თუ შეიძლება მიმართოთ და უთხრათ, რა მოცემულობა გვაქვს, რას ფიქრობთ. დღესაც რომ არ გვცემთ პასუხს, პრორუსულიაო რომ ამბობთ ხელისუფლებაზე, კიდევ ევროინტეგრაციას ურტყამთ ამ დამაზიანებელი, „ნაცური“ „მესიჯბოქსით“, ახლა ის მაინც დაგვიკონკრეტეთ, რაშია საქმე, იმსახურებს თუ არა ქვეყანა არსებული მოცემულობით კანდიდატის სტატუსს?“, – ასე მიმართა პარლამენტში მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილს.