მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი, რითაც ქვეყანაში პანდემია იზომება, დასასრული შორს არ უნდა იყოს – ზურაბ აზარაშვილი

ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეისათვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი, რითაც ქვეყანაში პანდემია იზომება. ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი. ასევე ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელია საკმაოდ შემცირებული და ვფიქრობ, ამ ტენდენციით დასასრული შორს არ უნდა იყოს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება ამ ეტაპზე არ განიხილება.