ორთაჭალაში კაცი მოკლეს, დაჭრილია მისი ძმაც

თბილისში 32 წლის კაცი მოკლეს – შემთხვევა გვიან ღამით ორთაჭალაში მოხდა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმაა.

არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარი.

მომხდარზე დამატებითი დეტლები, ასევე ის, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, უცნობია.