ხათუნა ვაჭრიძე: არაერთხელ გავმხდარვარ მსგავსი უსამართლობის მომსწრე!..

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე საერთო ჯამში 300 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შესაბამისად თითოეულ მათგანს 150 000 ლარის გადახდა მოუწევს.

დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას „პროგრესულ-დემოკრატიული“ პარტიის იურიდიული სამსახურის უფროსი ხათუნა ვაჭრიძე ეხმიანება და წერს:

-„არავითარი ინტერესი არა მაქვს არც ერთის მიმართ, მაგრამ კანონი თუკი ნამდვილად უზენაესია, ყველასთვის უნდა კანონობდეს და მავანთათვის არ უნდა იყოს ლოიალური იმისათვის, რომ ის სხვაზე მეტად ცნობილია, ანდა სხვაზე უკეთესად მღერის ან ცეკვავს.

კანონის წინაშე ყველამ თანაბარწილად უნდა აგოს პასუხი. ჩემი საადვოკატო მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ გავმხდარვარ მსგავსი უსამართლობის მომსწრე. ყოველთვის სასტიკ პროტესტს გამოვხატავდი ამის გამო , მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ჩემი პროტესტი რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა…რატომ ხდება ეს, ან  როდის უნდა მოისპოს ჩვენში მანკიერი თვისება?“

კომენტარის დატოვება