წლების მანძილზე, ამხანაგობა იყო გამოყენებული პოლიტიკური დანიშნულებისთვის და იყენებდნენ წინასაარჩევნოდ!

თბილისის საკრებულოში პროექტის, „მართე შენი ქალაქი“ პრეზენტაცია შედგა, რომელიც მიზნად ისახავს თბილისში ამხანაგობების განვითარებას.

თბილისის საკრებულოს წევრი, ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ამ თემაზე საუბრისას “კვირას” პრესკლუბში აცხადებს, რომ ამხანაგობამ დღემდე ვერ მიიღო ორგანიზაციის სახე. პროექტი „მართე შენი ქალაქი“, გულიკო ზუმბაძის აზრით, წარმატებით განხორციელდება.

„2004 წლიდან დღემდე 800 მილიონ ლარამდეა დახარჯული ამხანაგობის განვითარებისთვის, მაგრამ შედეგი არის ნული. ამ წლების მანძილზე, ამხანაგობა იყო გამოყენებული მხოლოდ პოლიტიკური დანიშნულებისთვის და ამხანაგობებს იყენებდნენ წინასაარჩევნოდ.

პროექტი „მართე შენი ქალაქი“ აბსოლუტურად მიმართულია იმ პოზიციისკენ, რომ ამხანაგობამ მიიღოს სახე, როგორც ორგანიზაციამ. დღემდეც იქნებოდა ამხანაგობა მყარად ფესვგამდგარი, მაგრამ მოხდა მათი დამუხრუჭება. ძალიან მნიშვნელოვანია მათ მონაწილეობა ქალაქის მართვაში. სწორედ ამ მიმართულებით არის პროექტი და ვფიქრობთ, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, ამხანაგობა უნდა მონაწილეობდეს თითოეული უბნისა და ქალაქის განვითარებაში და ამ მიმართულებით გარკვეული თანხა უნდა დაიხარჯოს“-განაცხადა  ზუმბაძემ.

კომენტარის დატოვება