დღეს ასეთი ტერმინების გამოყენებასთან ფრთხილად ვიქნები, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან – მაკრონი სიტყვა ,,გენოციდზე”

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა უკრაინაში რუსული ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე საზოგადოებრივ მაუწყებელ France 2-თან სატელევიზიო ინტერვიუში. ამის შესახებ CNN წერს.

კითხვაზე გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინს „გენოციდს“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა: „დღეს ასეთი ტერმინების გამოყენებასთან ფრთხილად ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“.

„მინდა გავაგრძელო ცდა, რამდენადაც შემიძლია, შევაჩერო ეს ომი და აღვადგინო მშვიდობა“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა საფრანგეთის თანამშრომლობა უკრაინასთან სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად.

„რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო უკიდურესად სასტიკი ომი, ახლა უკვე დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა ომის დანაშაულები და ახლა ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პასუხისმგებელი პირები“, – განაცხადა მაკრონმა.