თბილისში მშენებლობიდან გადავარდნილი მუშა ადგილზე დაიღუპა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადავარდა და დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი ჯაბა ქამადაძეა. გავრცელებული ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. სხვა დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.