საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -1, -3 და -7 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 აპრილს ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ტემპერატურის -7 გრადუსამდე დაცემა.

„14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება:

დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს,”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.